VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი

ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01668
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
28 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა სტეფანწმინდა
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სს დარიალი ენერჯი
დიდი (>150)
მრეწველობა
პროგრამის აღწერა
• პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია საბაზო განათლების მქონე პირებს, რომლებსაც სურთ მოკლე დროში შეიძინონ ჰიდროელექტროსადგურის (ჰესი) ექსპლუატაციის სპეციფიური ცოდნა/უნარები და აპირებენ დასაქმდნენ ამ სფეროში. • თეორიული კომპონენტი განხორციელდება დაწესებულებაში, ხოლო პრაქტიკული კომპონენტი ჰესებზე. პროგრამის ხანგრძლივობაა 28 კვირა. მსმენელების შეფასებისთვის გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. თეორიული კომპონენტი შეფასდება - გამოკითხვით (ტესტირება), ხოლო პრაქტიკული კომპონენტის შეფასება განხორციელდება - პრაქტიკული დავალება დაკვირვებით, კურსის წარმატებით გავლისა და პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს, დანართთან ერთად, რომელიც ასახავს პროგრამაში პირის მიერ მიღწეულ უნარებსა და ცოდნას. • პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულის დასაქმების უნარისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება დასაქმების ბაზარზე. პროფესიული მომზადების პროგრამა არის ჰესებში შესაძლო დასაქმების სწრაფი გზა. მეცადინეობები ჩატარდება სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დაბა სტეფანწმინდის ფილიალში, რომელიც სრულად არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, და ასევე პარტნიორ კომპანიაში ჰიდროელექტრო სადგური „დარიელი ენერჯი“ ჰესზე, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებით.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, ჰიდროელექტროსადგურების მოთხოვნების გათვალისწინებით, მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომელიც მიიღებს ცოდნას და გამოუმუშავდება პრაქტიკული უნარები. კერძოდ მსმენელები გაეცნობიან ელექტრო ენერგეტიკულ სისტემებს, ჰიდროელექტროსადგურების მუშაობას, შეძლებენ ჰესზე მუშაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიდრავლიკური კონსტრუქციებისა და ჰიდრომექანიკური აღჭურვილობის და ელექტრომოწყობილობის განსაზღვრას, ჰესზე ოპერირებას.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის ქუჩა N 2ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577215090