VET

შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA

საწყობის ლოგისტიკა

სფერო:
ბიზნესი და ადმინისტრირება
პროგრამის კოდი:
04-01698
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
9 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
რუსთავის გზატკეცილი 18/22
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს"გაკო ტერმინალი" ("საწყობის ლოგისტიკისათვის")
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც, სულ მცირე, ფლობენ სრულ ზოგად განათლებას და აქვთ სურვილი შეისწავლონ საწყობის ლოგისტიკა. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 9 კვირის განმავლობაში. პროგრამის მოცულობა 108 საათია, თეორიულ სწავლებას დაეთმობა 24 საათი, პრაქტიკულ სწავლებას - 80 საათი, შეფასებას - 4 საათი. სწავლების განმავლობაში თეორიულ კომპონენტს მსმენელები გაივლიან აკადემიის A სასწავლო გარემოში, პრაქტიკულ სწავლებას A და B სასწავლო გარემოში და აკადემიის პარტნიორ ლოგისტიკურ კომპანიაში - შპს ,,გაკო ტერმინალი" (8 საათი). ასევე, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის (გარდა პარტნიორ ორგანიზაციაში გასატარებელი კომპონენტებისა) სწავლება შესაძლებელია დისტანციურად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, MS TEAMS-ის ელექტრონულ პლატფორმაზე. მსმენელთა განმავითარებელი შეფასებები ტარდება სწავლების პარალელურად, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტში. განმსაზღვრელი შეფასება ტარდება მე-9 კვირას. მსმენელთა შეფასება ხორციელდება პრაქტიკული დავალების შესრულებით. შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და სერტიფიკატის დანართს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მსმენელთათვის დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება, რომელთა გამოყენებით შეძლებენ საწყობში ტვირთის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას, დარგის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით.
დასაქმების სფერო
041 - ბიზნესი და ადმინისტრირება (ვიწრო სფერო)
0413 - მენეჯმენტი და ადმინისტრირება (დეტალური სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, 0114, რუსთავის გზატკეცილი 18-22
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 599975772