სსიპ - კოლეჯი "ქართლი"
ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და კომპიუტერული პროგრამა Oris
სფერო:
ბიზნესი და ადმინისტრირება
პროგრამის კოდი:
04-01428
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
19 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა სურამი, ახალი ბანას ქუჩა #15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის - "ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და კომპიუტერული პროგრამა ORIS" სასწავლო თემატიკა მოიცავს ბუღალტერიის იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ ბუღალტერიის მიმართულებით მოთხოვნადი სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას, როგორც ადგილობრივ საჯარო და კერძო დაწესებულებებში, ისე საერთაშორისო კომპანიებში.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ:
- ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შინაარსისა და თავისებურებების ჩამოყალიბებას
- ძირითადი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენას
- Ms Excel-ის მომხმარებლის ინტერფეისა და ცხრილებში მუშაობას
- კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში პირველადი დოკუმენტების მონაცემების შეტანას
- მონაცემების რედაქტირებასა და შენახვას კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში
პროგრამის ხანგრძლივობაა 19 კვირა - 216 საკონტაქტო საათი, კვირაში 13 საათიანი დატვირთვით და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.
პროგრამა განხორციელდება კოლეჯის სასწავლო აუდიტორიაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერთიფიკატი.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამა - ,,ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და კომპიუტერული პროგრამა Oris“ მიზნად ისახავს ბუღალტერიის მიმართულებით სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შინაარსისა და თავისებურებების ჩამოყალიბებას, ძირითადი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენას, Ms Excel-ის მომხმარებლის ინტერფეისში და ცხრილებში მუშაობას, პირველადი დოკუმენტების მონაცემების შეტანას კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში, კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მონაცემების რედაქტირებას და შენახვას;
პროგრამის განხორციელება ასევე ითვალისწინებს ფინანსების მიმართულებით პროფესიების პოპულარიზაციას, პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმება/თვითდასაქმების მხარდაჭერას - ადგილობრივ/რეგიონალურ შრომით ბაზარზე ამ სპეციალობის კადრების როგორც მიმდინარე ეტაპზე არსებული დეფიციტის შევსებას, ისე მათზე სამომავლო მოთხოვნების უზრუნველყოფას.
დასაქმების სფერო
041 - ბიზნესი და ადმინისტრირება (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577004114