VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. კომპიუტერის ქსელური და პროგრამული მხარდაჭერა

სსიპ - კოლეჯი "ქართლი"

კომპიუტერის ქსელური და პროგრამული მხარდაჭერა

სფერო:
ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
პროგრამის კოდი:
04-01427
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
18 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა სურამი, ახალი ბანას ქუჩა #15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის - „კომპიუტერის ქსელური და პროგრამული მხარდაჭერის“ სასწავლო თემატიკა მოიცავს იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ კომპიუტერის ქსელურ-პროგრამული მხარდამჭერის მოთხოვნადი სპეციალობით თვითდასაქმება - დასაქმებას, როგორც ადგილობრივ საჯარო და კერძო სექტორის სხვადასხვა დარგობრივ კომპანიებში, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ: - პერსონალური კომპიუტერული ტექნიკის შემადგენელი ნაწილების იდენტიფიცირებას - კომპიუტერის კომპონენტების შერჩევას, დაშლას და აწყობას - Windows ოპერაციული სისტემისა და გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსატალაციასა და გამართვას - Linux ოპერაციული სისტემის ინსატალაციასა და გამართვას - მცირე ზომის ქსელების ორგანიზებას, გამართვას და მხარდაჭერას პროგრამის ხანგრძლიობაა 18 კვირა, 274 საკონტაქტო საათი, კვირაში 13-17 საათის დატვირვით და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს. პროგრამა განხორციელდება კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სასწავლო სახელოსნოში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით. პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერთიფიკატი.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამა- “კომპიუტერის ქსელური და პროგრამული მხარდაჭერა“ მიზნად ისახავს სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ პერსონალური კომპიუტერული ტექნიკის შემადგენელი ნაწილების იდენტიფიცირებას, Windows ოპერაციული სისტემისა და გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსატალაციასა და გამართვას, Linux ოპერაციული სისტემას, ქსელების ფუნდამენტური პრინციპების და ტიპების გარჩევას, ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP, OSI) შრეების და ამ შრეებზე მომუშავე პორტებისა და ოქმების ფუნქციების გარჩევას, ქსელური ტექნოლოგიებისა და ქსელის ორგანიზების ძირითადი პრინციპების გარჩევას, მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვას. პროგრამის განხორციელება აგრეთვე ითვალისწინებს ინფორმაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიების პოპულარიზაციას და კურსდამთავრებულთა დასაქმება/თვითდასაქმების მხარდაჭერას - ადგილობრივ/რეგიონალურ შრომით ბაზარზე როგორც მიმდინარე ეტაპზე არსებული ამ სპეციალობის კადრების დეფიციტის შევსებას, ისე მათზე სამომავლო მოთხოვნების უზრუნველყოფას.
დასაქმების სფერო
061 - ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
დაბა სურამი, ახალი ბანას ქ. N15.
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577004114