VET

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი

ბუღალტერ-ანალიტიკოსი

სფერო:
ბიზნესი და ადმინისტრირება
პროგრამის კოდი:
04-01204
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი წინამძღვრიანთკარი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა „ბუღალტერ-ანალიტიკოსი“ საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან, გაეცნონ ეკონომიკური ანალიზის პრინციპებს და სახეების კლასიფიკაციას, შეძლონ პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის, რესურსების გამოყენების და ფინანსური შედეგების ანალიზი.ბუღალტერ-ანალიტიკოსის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა ეყრდნობა ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (04114-პ) მოდულებს:ეკონომიკური ანალიზი(0411406); MsExcel(0410705);მმართველობითი აღრიცხვა(0411411);ფინანსური ანგარიშგების შედგენა (0411407);აუდიტის საფუძვლები(0411401). პროგრამა გათვლილია 12 სასწავლო კვირაზე. ყოველკვირეული სასწავლო დატვირთვა შეადგენს 25 საათს. პროგრამაზე გამოყენებულია სწავლის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა:ინტერაქტიული ლექცია, დემონსტრირება, დისკუსია, პრაქტიკული სავარჯიშოები. მეცადინეობები ჩატარდება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში (სოფ. წინამძღვრიანთკარი, წინამძღვრიშვილის N1), რომელიც სრულად არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ეცოდინებათ ეკონომიკური ანალიზის პრინციპები, მეთოდები და სახეების კლასიფიკაცია, შეძლებენ პრაქტიკაში გამოიმუშაონ ფართო პროფილის ანალიტიკოსის უნარები და ფუნქცია-მოვალეობები. ანალიტიკოსის პროფესიული მომზადების პროგრამის საშუალებით სტუდენტს შეეძლება პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის, რესურსების გამოყენების, პროდუქციის თვითღირებულებისა და ფინანსური შედეგების როგორც მარტივი (ტრადიციული), ისე კომპლექსური ეკონომიკური ანალიზი. ისინი შეძლებენ ფაქტორული ეკონომიკური ანალიზის მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით არარაციონალური წარმოების გამომწვევი მიზეზების დადგენას, ფარული რეზევების გამოვლენასა და შესაძლო რისკების განსაზღვრას.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის ქუჩა N 2ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577215090