VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ადრეული ბავშვობის განვითარებისა და აღზრდა-განათლების სპეციალისტი (ძიძა)

შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA

ადრეული ბავშვობის განვითარებისა და აღზრდა-განათლების სპეციალისტი (ძიძა)

სფერო:
სოციალური კეთილდღეობა
პროგრამის კოდი:
04-02017
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
6 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
რუსთავის გზატკეცილი 18/22
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომელთაც მიღებული აქვთ სულ მცირე სრული ზოგადი განათლება. სასწავლო პროცესი წარიმართება 6 კვირის განმავლობაში და პროგრამის მოცულობა 96 საათია. სწავლებისას გათვალისწინებულია ინტერაქციული მეცადინებობები და სიტუაციური ამოცანების ანალიზი. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შპს „საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA“-ს ბაზაზე. სწავლების განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტს მსმენელები გაივლიან აკადემიის A და C (ჯანდაცვის უნარების ლაბორატორია) სასწავლო გარემოში. ასევე, სწავლება შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად კანონმდებლობით დადგენილი წესით, MS TEAMS-ის ელექტრონულ პლატფორმაზე. მსმენელთა განმავითარებელი შეფასებები ტარდება სწავლების პარალელურად. განმსაზღვრელი შეფასება ტარდება მე-6 კვირას. მსმენელთა შეფასება ხორციელდება გამოკითხვით და პრაქტიკული უნარების დემონსტრირებით. შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს პირები ბავშვის ადრეული აღზრდისა და განვითარების საკითხებში, რომლებიც შეძლებენ გასწიონ ბავშვის მოვლის საუკეთესო უცხოური ან ადგილობრივი სტანდარტების* შესაბამისი კვალიფიციური მომსახურეობა ოჯახის ან ბავშვთა ცენტრების პირობებში (ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მიღმა). *პროგრამა ეფუძნება ფინეთის ადრეული ბავშვობის განათლებისა და ზრუნვის ეროვნულ კურიკულუმს და ითვალისწინებს საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს.
დასაქმების სფერო
0922 - ბავშვის მოვლა და მოზარდთა მომსახურებები (დეტალური სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, 0114, რუსთავის გზატკეცილი 18-22
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 599975772