VET

ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა

ჯომარდობის გამყოლი

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-00997
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
3 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი თვალივი. სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
რაფტ ინ ჯორჯია
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
შპს საქართველოს სწრაფი წყლების საწვრთნელი ცენტრი
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული გადამზადების პროგრამა გათვალისწინებულია ჯომარდობის პრაქტიკოსი გამყოლებისთვის. პროგრამის ფარგლებში ისწავლება საჯომარდო ტურის განხორციელება, ასევე, სათავგადასავლო ტურიზმის ძირითადი კომპეტენციები ( ტურის დაგეგმვა, სტუმარზე ზრუნვა, რისკების მართვა და ინციდენტებზე რეაგირების პრინციპები, ორიენტირება - ნავიგაცია, პირველადი გადაუდებელი დახმარება) და Rescue 3 Europe - ის მდინარეზე უსაფრთხოების და სამაშველო სამუშაოების წარმოების სერტიფიცირების კურსი, “WRT-Pro მდინარის მაშველი ტექნიკოსი - პროფესიონალი“. სწავლებას განახორციელებენ Rescue 3 Europe - ის და ჯომარდობის სერტიფიცირებული გამყოლები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო გამყოლის ლიცენზია (Whitewater Rescue Technician – Professional და IRF - International Rafting Federation). პროგრამა ხორციელდება სპეციფიურ C გარემოში, მდინარეზე და მდინარის პირას. სპეციფიკიდან და უსაფრთხოების ზომების შესაბამისად, ექსპერტისადა მსმენელების თანაფარდობა უნდა იყოს 1/5 - თან. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილი ისწავლება A გარემოში, ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე შესაძლებელია განხორციელდეს, ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. ყოველი სწავლის შედეგს თან მოსდევს განმსაზღვრელი შეფასება. სულ 3 კვ, 120 საათი. კურსდამთვრებულს მიენიჭება მდინარის პროფესიონალი მაშველი - ტექნიკოსის საერთაშორისო კვალიფიკაცია და გადაეცემა სერთიფიკატი (Whitewater Rescue Technician – Professional); კურსდამთავრებული ასევე მიიღებს 2-ე დონის გამყოლის ლიცენზიას და უფლება ექნება იმუშაოს ჯომარდობის გამყოლად საქართველოში არსებულ 2-ე კატეგორიის სირთულის მქონე მდინარეზე.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გადაამზადოს ჯომარდობის გამყოლი - სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერი, რომელიც კომპეტენტურია გაუძღვეს ტურისტს/ტურისტების ჯგუფს 2 -ე კატეგორიის საწყლოსნო მარშრუტზე. ჯომარდობის გამყოლი არის პიროვნება, რომელსაც აქვს უნარი, ცოდნა და გამოცდილება უსაფრთხოდ და კომპეტენტურად მართოს საჯომარდო ნავი (RAFT) მდინარეზე, როგორც გამოუცდელი მომსმელების (მენიჩბეების) გუნდის კაპიტანმა. გამყოლს ასევე უნდა შეეძლოს იმოქმედოს როგორც გამყოლების გუნდის წევრმა. პროგრამა მიზნად ისახავს, რომ პრაქტიკოს გამყოლს სრულად შეასწავლოს სამაშველო სამუშაოების ძირითადი პრინციპები, მდინარეზე უსაფრთხოდ ოპერირება და ეფექტური სამაშველო საქმიანობის წარმოება, მდინარეზე დაშვებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, საჯომარდო ტურის განხორციელება, ნავის მართვის ტექნიკა, საჯომარდო ნავის აღჭურვილობის სტანდარტები, მოვლა და შენახვა, ინსტრუქტაჟის ჩატარება; ასევე, პირველადი გადაუდებელი დახმარების საბაზისო უნარები და სათავგადასავლო ტურიზმის ძირითადი კომპეტენციები.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577480225