VET

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში : ძველი ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე

  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. თმის ღებვის სპეციალისტი

შპს კეონი აკადემია

თმის ღებვის სპეციალისტი

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01230
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
16 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
პ.ქავთარაძის 20 დ
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამაზე სწავლა შეუძლია საბაზო საფეხურის მქონე პირს, ვისაც სურს სწრაფი დასაქმება. აკადემიაში სწავლება თანხვედრაშია მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრის მომზადებას. სწავლება უზრუნველყოფილია სპეციალისტების მიერ, რომლებიც მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება წერილობითი გამოკითხვით და პროცესზე დაკვირვებით. შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება, მაქსიმუმ ერთხელ. განმსაზღვრელი შეფასება ჩატარდება სწავლების ბოლოს, სწავლის შედეგები გაერთიანდება მიმართულებების მიხედვით და შეფასების მიმართულება იქნება გამოკითხვა და პრაქტიკული დავალება-დაკვირვებით, ხოლო შეფასების მტკიცებულება იქნება მასწავლებლის მიერ შევსებული შეფასების ფურცელი, მსმენლის მიერ შევსებული ტესტი და მსმენლის მიერ შესრულებული პრაქტიკული სამუშაოს ამსახველი ფოტო-მასალა. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს: სილამაზის ცენტრებში.
პროგრამის მიზანი
უზრუნველყოს სილამაზის მომსახურების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტის აღზრდა, რომელიც ახორციელებს თმის შეღებვას
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, პ. ქავთარაძის ქ., N20დ
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 0322144436