შპს აითი-ნოლიჯი
IT ინჟინერია და ქლაუდის ადმინისტრირება
სფერო:
ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
პროგრამის კოდი:
04-01821
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
26 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ი. ჭავჭავაძე 17ე
გამოცხადებულია მიღება
რეგისტრაციის პერიოდი
სწავლის დაწყების თარიღი
მისაღები მსმენელების რაოდენობა
სწავლის საფასური
ფინანსდება
მსმენლის გადასახდელი
28/10/2026 - 15/11/2026
26/11/2026
18
0
დიახ
0
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს ენსოლი
მცირე (<=20)
შპს პისიშოპ.ჯი
საშუალო (20-100)
შპს იუ-ჯი-თი
დიდი (>150)
შპს იუჯითი ქლაუდფორსი
მცირე (<=20)
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე “IT ინჟინერია და ქლაუდის ადმინისტრირება” სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კვალიფიციური და კონკრეტული ცოდნა/უნარები. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება, თუმცა ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ სწავლებაზეა გაკეთებული. ლექციები კი ინტერაქციულ ფორმაში ჩატარდება.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 26 კვირას, ჯამში 130 საათის ოდენობით. ლექციები ჩატარდება კვირაში 2 დღე, კვირეული საათობრივი დატვირთვა არის 5 საათი. პროგრამა შედგენილია წამყვანი, საერთაშორისო სერტიფიცირებული ინჟინრებისა და არქიტექტების მიერ. მსმენელების შეფასებისთვის გამოიყენება პრაქტიკული დავალება და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით. განმავითარებელი შეფასება პრაქტიკულად ყოველი თემის განხილვისა და პრაქტიკული მეცადინეობის პერიოდში განხორციელდება, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება ჩატარდება 3-ჯერ: მე-11, მე-17 და 26-ე სასწავლო კვირებში, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პროგრამის წარმატებულად დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება შემდგომი დასაქმების მიზნით, ბაზარზე არსებულ სხვადასხვა პარტნიორ IT კომპანიებში.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამის “IT ინჟინერია და ქლაუდის ადმინისტრირება” მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრები, რომლებიც შეძლებენ პერსონალური კომპიუტერული ტექნიკის შემადგენელი ნაწილების დიაგნოსტირებას, ოპერაციული სისტემების, პერიფერიული მოწყობილობების და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის ინსტალაციასა და გამართვას. მსმენელები ასევე შეძლებენ პერსონალური კომპიუტერის სისტემური კონფიგურაციის შედგენასა და სისტემური ხელსაწყოების გამოყენებას სხვადასხვა სახის აპარატურული პრობლემების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრისთვის, შიდა ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და კონფიგურაციას, შეისწავლიან სამართავ ინსტრუმენტებს ღრუბლოვან სისტემაში ვირტუალური ქსელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ AWS-ის ძირითად ინსტრუმენტებს, როგორებიცაა: სანახები, გამოთვლითი ერთეულები, ვირტუალური მანქანები, კავშირები. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, რაც საჭიროა კვალიფიციური კადრებით ბაზრის გაჯერებისთვის. მათ შეეძლებათ დასაქმება საშუალო და დიდი ზომის კომპანიის IT სამსახურებში დამწყებ სპეციალისტებად, როგორც ტექნიკური მხარდაჭერის, ისე კლიენტთა მომსახურების, ქსელის, უსაფრთხოების, დატა ცენტრის, IT ინფრასტრუქტურის, ელექტრო ინჟინერიის, მზის პანელების, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მიმართულებით.
დასაქმების სფერო
0611 - კომპიუტერის გამოყენება (დეტალური სფერო)
0612 - მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება (დეტალური სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 0322220505