VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ქალის თმის შეჭრის სპეციალისტი

შპს კეონი აკადემია

ქალის თმის შეჭრის სპეციალისტი

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-02060
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
6 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
პ.ქავთარაძის 20 დ
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც აქვს სულ მცირე საბაზო განათლება და სურთ სწრაფი დასაქმება. სასწავლო პროცესი წარიმართება 6 კვირის განმავლობაში, პროგრამის მოცულობაა 120 საათი. სწავლებისას გათვალისიწინებულია როგორიც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლება. მსმენლის შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა ბ) სწავლის შედეგი არ დადასტურდა. განმსაზღვრელი შეფასება დაგეგმილია მე-6 კვირაში. მსმენელთა შეფასება განხორციელდება პრაქტიკული დავალების შესრულებით. შეფასების მიმართულებაა პრაქტიკული დავალება დაკვირვებით, ხოლო შეფასების მტკიცებულება იქნება პროგრამის განმახორციელებელი პირის მიერ შევსებული შეფასების ფურცელი. შეფასების უარყოფითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება მაქსიმუმ ერთხელ. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალსიწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს დანართით. პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს სილამაზის სალონებში, სასტუმროებში და ყველგან სადაც საჭიროა ამ ტიპის მომსახურება.
პროგრამის მიზანი
უზრუნველყოს სილამაზის მომსახურების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს თმის შეჭრის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს, ახორციელებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზებას, სწორად იყენებს სამუშაო იარაღებსა და მოწყობილობებს, ასრულებს თმის დაბანის, შეჭრისა და საბოლოო ფორმის მიცემის პროცედურებს ჰიგიენური სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები რომლის საშუალებითაც შეძლებს ხარისხიან, უსაფრთხო და პროფესიონალური მომსახურების გაწევას მომხმარებლისთვის.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, პ. ქავთარაძის ქ., N20დ
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 0322144436