VET

შპს საკემატა ჯგუფი

ფიტნეს მწვრთნელი

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-02112
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ა.თვალჭრელიძის 2
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ფიტნეს მწვრთნელი“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომლებსაც აქვთ ფიზიკური მომზადების საბაზისო დონე, ხელს უწყობთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქვთ სურვილი შეიძინონ ფიტნესის სფეროში თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, რაც საჭიროა კვალიფიციური ფიტნეს მწვრთნელისთვის. პროგრამის ხანგრძლივობაა 12 კვირა, ჯამში 120 საათის მოცულობით.პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. სწავლების პროცესი წარიმართება ინტერაქციულ ფორმატში, გამოყენებული იქნება case study-ს მეთოდიც, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება ფიტნეს დარბაზში. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება გამოკითხვა და მსმენელების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვება. მიმდინარე (განმავითარებელი შეფასება) პრაქტიკულად ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება პროგრამის ბოლოს, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. პროგრამის დასრულების შემდეგ, გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები და კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება სპორტულ დარბაზებში ფიტნეს ინსტრუქტორის/ფიტნეს მწვრთნელის პოზიციაზე.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამის „ფიტნეს მწვრთნელი“ მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს კვალიფიციური კადრი, რომელსაც ექნება საბაზისო ცოდნა, რომ შეძლოს მომხმარებელთა ფიზიკური შესაძლებლობებისა და მიზნების გათვალისწინებით, უსაფრთხო და ეფექტური სავარჯიშო პროგრამების განხორციელება და დაგეგმვა. ამგვარად პროფესიული მომზადების პროგრამა დასაქმების ბაზრისთვის საჭირო და კვალიფიციური კადრების მომზადებას ემსახურება. პროგრამის მიზანს ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს, რომელსაც ის თავის შინაარსიდან გამომდინარე პასუხობს.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 032 2 19 66 44