საქართველოში, პროფესიული განათლების მიზანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სოციალური ინკლუზიის, მთელი ცხოვრების მანძილზე ინდივიდის პიროვნული და  პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, მისი ამოცანაა შეავსოს  შრომის ბაზარზე, კვალიფიციურ კადრზე მოთხოვნა- მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი, რასაც სისტემა უზრუნველყოფს დამსაქმებელთა აქტიური მონაწილეობით საგანმანთლებლო პროგრამების ფორმირებისა და  მიწოდების ეტაპზე. შესაბამისად, პროფესიული განათლების განვითარებისათვის  საჭირო მრავალ ინსტრუმენტს შორის,  განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კერძო სექტორის მონაწილეობის წახალისებას, საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით.

საქართველოში, პროფესიული განათლების მიღება ნებაყოფლობითია. პროფესიულ განათლებაში შესვლისთვის   ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დადგენილი, რითაც ის ქმნის პიროვნული და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობას, მთელი ცხოვრების მანძილზე.

თანამედროვე გარემოში, პროფესიული განათლება აღარ ისწავლება მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ის ხელმისაწვდომია, როგორც სკოლაში, კოლეჯსა თუ უმაღლეს სასწავლებელში, ასევე ტრენინგ ცენტრში ან თუნდაც დასაქმების ადგილას.

დაშვების წინაპირობები: